თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,, ნაციონალური მოძრაობა -თბილისი’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ და ფრაქციის წევრმა ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქში არსებულ საცობებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
მათი თქმით, სააკაძის მოედანზე რამდენიმე ხნის წინ დამონტაჟებულ შუქნიშნების გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება კიდევ უფრო გართულდა.
დეპუტეტებმა შუქნიშნების მონტაჟზე დახარჯულ თანხებზე და ასევე მეტეხის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შექმნის პრობლემებზეც ისაუბრეს.
ირაკლი აბესაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოები ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა დასრულებულიყო.
,,ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც სწავლა იწყება და საავტომობილო მოძრაობა მატულობს, ჩვენ ვხედავთ დაუსრულებელ სამუშაოებს, რაც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის“, - აღნიშნეს საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და დედაქალაქის მერია ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს.